ხობის რაიონი კოლხეთის დაბლობის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. გამოყენებული ლიტერატურა: ექვთიმე თაყაიშვილი- ძველი საქართველო ტომი მე-3
|
|
ხობის მონასტერი გოგიტა ჩიტაია ფოთისა და ხობის ეპარქია. ისტორიული ძეგლები.-თბ.,2007.-გვ.15-35. ხობის სამონასტრო კომპლექსის - ტაძრის, სასახლის, გუმბათოვანი სამრეკლოს, გალავნის, აკლდამებისა და სხვა ნაგებობათა ნაშთების ვრცელი არქიტექტურული დახასიათება, მხატვრული გაფორმების მიმოხილვა, ტაძრის აგების თარიღის შესახებ სამეცნიერო ლიტარატურასა და ხალხში გავრცელებული ვერსიები. მოხსენიებულნი არიან: ექვ.თაყაიშვილი, ა.ეისნერი. ვ.ბერიძე, ვახუშტი ბატონიშვილი, ს.აფაქიძე, დიუბუა დე მონპერე, რ.პაპუაშვილი, კ.ჩიჩუა. ნ.კონდაკოვი. ტექსტს ერთვის:სამონასტრო კომპლექსის საერთო ხედის, აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთი ფასადების, მთავარი კარიბჭის, ჩუქურთმებისა და ორნამენტების, სასახლის, ფრესკების ფოტოები. 2.ბერიძე ვ. ხობის მონასტრის ისტორიისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე:ისტორიის... სერია.-1973.-N2.-გვ.72-88. ცნობები ძეგლის მომხატავთა და აღმდგენელთა შესახებ, აგების თარიღი, ფრესკათა ვრცელი ანალიზი. 3.ხობი //თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი.წ.II.-ტფ.,1914.-გვ.131-163. ხობის მონასტრის მდებარეობა, არქიტექტურა, წარწერების ანალიზი, ფრესკებისა და სიძველეთა ვრცელი აღწერილობა. მოკლე ცნობები სამეგრელოს მღვდელმთავრებზე. მოხსენიებულია არქიმანდრიტი გრიგოლ მიქელაძე (1806 წ.). 4.ხობის წმინდა სანაწილე. ხობი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.294-299. ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის XIII საუკუნის უგუმბათო ტაძრისა და მოხატულობის მოკლე აღწერილობა. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს მოხატულობის ფოტოები. 5.ფოთისა და ხობის ეპარქია: ხობის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.130. ტაძრის დაარსება, ისტორია, სამონასტრო ცხოვრება, აღმდგენელთა ვინაობა , სიწმინდეები - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: გიორგის I დადიანი (XIV ს.), ვამეყ დადიანი(XIV ს.), ეპისკოპოსი ნიკოლოზ წულუკიძე (XVI ს.), ლევან II დადიანი (XVII ს.),მხატვარი ა.ეისნერი; საქართველოს კათალოკოს-პატრიარქი ილია II, არქიმანდრიტი ალექსი (მირცხულავა), მღვდელი მარკოზ ბულუხია, ნ.ნადარაია. ტექსტს ხალავს ტაძრის ფოტო. 6.კალისტრატე მღვდელ-მონაზონი. ხობის მონასტერი და მისი ისტორიული წყარო 1089-1125 წ.-ახალ-სენაკი.-1894.-56გვ. ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება, გარემო-მდებარეობა, შიდა სივრცისა და გარე მოცულობა, სამშენებლო ტექნიკა, მოხატულობისა და წარწერების მიმოხილვა, ისტორია, სიძველეთა აღწერილობა, ეკლესიის შესახებ არსებულ ისტორიულ წყაროთა მიმოხილვა. 7.ხობის ტაძრის პირველადი სახის გარჩევა //რჩეულიშვილი ლ. ქართული ხელოვნების ნარკვევები.-თბ.,1994.-გვ.253-265. ტაძრის შესახებ არსებული ისტორიული მასალების მიმოხილვა, ვრცელი არქიტექტურული აღწერილობა, დეკორაციული კომპოზიციებისა და საერო პირთა პორტრეტების ანალიზი ფრესკულ მხატვრობაში. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (სურ.49-51). 8.ხობი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.-თბ.,1987.-გვ.492. გეგმით უგუმბათო, XIII საუკუნეში ნაგები ტაძრის მოკლე სუროტმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო. 9.ხობი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.112-119//ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.75-86. ხობის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის საკურთხევლის, XVII საუკუნის ნიკოლოზ ხობელის, ფრესკული, კანკელისა და ეკლესიის ცენტრალური ნაწილის წარწერების ვრცელი ანალიზი. |
© iraklisurreal |